Translations

The prayer nut in Georgian

Georgian

ლოცვის კაკალი

ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმში ერთხელ ვიღაცამ ერთ შუასაუკუნოვან ნივთზე მიმითითა; ეს იყო პალმის ხისაგან დამზადებული ბურთულა. მისი ორივე ნახევარი ისე კოხტად იყო გამოჭრილი, რომ ორივე ნახატის – უფალი იესოს დაბადებისა და ჯვარცმის დანახვა კარგად შეიძლებოდა; ორივე ნახევარი კარადასავით იღებოდა და იხურებოდა. ეს ყველაფერი მოთავსებული იყო სპილენძის ბურთში, რომელიც ტყავის ჩანთაში იყო ჩადებული. მთლიანი სახარება ერთ პალმის კაკალზე. ნათელი იყო, რომ ეს ნივთი მგზავრობისას თან სატარებლად იყო გაკეთებული. რამდენიმე წლის შემდეგ მე იდეა გამიჩნდა, ლოცვის კაკლისათვის სხვა აზრის ჩადგმით სული შთამებერა. ახლა ის უფრო ბრტყელი და ცარიელია, რითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა თავისი საკუთარი ლოცვა-ვედრება, თავისივე სახელით, თარიღით, სიმბოლითა და ა. შ. ამ კაკალზე დაწეროს. კაკლის თან ტარება კი ადვილია; ამ გზით კი შენი ლოცვანი ყოველთვის შენთანაა. როდესაც შენი ვედრება შესმენილია, ან შენ თავად გადაწყვეტ, რომ საკმარისი დროით იყო განთავსებული, მაშინ გადაშლი ზუმფარას ქაღალდით ძველ ლოცვას და ახალს მოათავსებ მის ადგილას.